რეზონანსი
04.08.2019

 (რეზონანსი) საფრანგეთში, ქალაქ ნანტში 24 წლის სტივ კანისოს ხსოვნისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დემონსტრანტების ნაწილმა ქუჩაში ბარიკადების აშენება სცადა. არცებული ცნობით, აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციის მიმართულებით ბოთლებსა და ქვებს ისროდა. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ კი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს.

სტივ კანისო ერთ-ერთი მუსიკალური ფესტივალის დროს უგზოუკვლოდ დაიკარგა. ნანტეს მოსახლეობა სტივენ კანისოს გარდაცვალებაში პოლიციას ადანაშაულებს და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×