“რადგანაც არ ხდება რეფორმები, საზოგადოებაში უფრო ნაკლები არის პროტესტი, არის სტაბილური ბალანსი, სოციალურად ძალიან მძიმე მდგომარეობა… ღარიბი ადამიანები ყველაზე ნაკლებად ხდებიან პოლიტიკურად აქტიურები. სადაც არის უძრაობა, იქ არ არის პროტესტი, მაგრამ შემდეგ გადის დრო და ეს ხელისუფლებისთვის ხდება ძალიან რთული…” – განაცხადა ზურსაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში.
გვარამია: შეგნებული პოლიტიკაა, რომ ხალხი ღარიბი იყოს?
ადეიშვილი: რატომაც არა. გადის დრო და ეს ძალიან, ძალიან მძიმედ მთავრდება ხელისუფლებისთვის
გვარამია: და როდის მოვა ეს დრო? ეს დრო როდის გადის? 2020-ში გაივლის?
ადეიშვილი: ეს დრო უკვე მოსულია…
გვარამია: ხალხი დაამხობს ივანიშვილს 2020-ში?
ადეიშვილი: არ ვიცი მე
გვარამია: შენი აზრი მაინტერესებს, ხალხი დაამხობს, ანუ არჩევნების გზით თუ როგორცაა…
ადეიშვილი: ივანიშვილს აღარ აქვს ხალხის მხარდაჭერა. მერე რა მოხდება, ეგ არ ვიცი უკვე…
ნიკა გვარამია: ელოდები მესამე ძალას?
ზურაბ ადეიშვილი: არა, მესამე ძალას არ ველოდები. არ მოხდება ეს მესამე ძალა.
ნიკა გვარამია: აბა, რა უნდა მოხდეს?
ზურაბ ადეიშვილი: დღეს, საქართველოში ახალი სიმძიმის ცენტრის გაჩენის პრობლემაა. დღეს, მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის რა უნდა გააკეთოს უბრალოდ, გრავიტაციას ვერ ხედავს ვერცერთი სიმძიმის ცენტრიდან, სადაც შეიძლება მივიდეს.
ნიკა გვარამია: “ნაციონალური მოძრაობის” პლატფორმაზე შეიძლება ეს მოხდეს?
ზურაბ ადეიშვილი: რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე ეს ვერ მოხდება.
აიპრესი