რეზონანსი
03.08.2019

 (რეზონანსი) კურორტ საირმეში, ტყეში სეირნობისას, ზუგდიდელი ქალი,რომელიც მეუღლესთან და სამ შვილთან შემაღლებული ადგილიდან გადავარდა და გარდაიცვალა 42 წლის მედეა კვირკველიაა. ის ოჯახთან ერთად წლებია თბილისში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შემაღლებულ ადგილზე ავიდა და ოჯახის წევრებს ფოტოს გადაღება სთხოვა, რა დროსაც თანმხლები ოჯახის წევრების თანდასწრებით, 8-10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა და სავარაუდოდ, თავის ტრავმით, სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

აღნიშნულზე შსს-მ გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მოყვანის მუხლით დაიწყო.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×