რეზონანსი
03.08.2019

 (რეზონანსი) „ობიექტური მიზეზების გამო შეფერხებულია საწვავის გაცემა ავტოგასამართ სადგურებზე და ვერ ხერხდება საწვავის მიწოდება/რეალიზაცია"- ამის შესახებ ბენზინგასამართი სადგურების კომპანია „ფრეგო" სოციალური ქსელის საშუალებით განცხადებას ავრცელებს.

„ობიექტური მიზეზების გამო შეფერხებულია საწვავის გაცემა ავტოგასამართ სადგურებზე და ვერ ხერხდება საწვავის მიწოდება/რეალიზაცია.

კომპანია „ფრეგო" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს არსებულ სიტუაციაში გარკვევა და შეფერხების აღმოფხვრა. არსებულ მდგომარეობაში გარკვევისთანავე, „ფრეგო" მზად არის გააგრძელოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა.

ნებისმიერი ცვლილებისა და დამატებით ინფორმაციას კომპანია „ფრეგო" უწყვეტ რეჟიმში მოგაწვდით ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით. დიდი მადლობა ნდობისა და თანაგომისთვის." - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×