რეზონანსი
03.08.2019

 (რეზონანსი) მოსკოვში აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 346 -მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ჟურნალისტები და უცხოელი ტურისტი.

სამართალდამცავებმა პუშკინის მოედანი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაწმინდეს. მოედანს ამ დროისთვის პოლიციის კორდონი იცავს. აქციის მონაწილეებმა ბულვარებისკენ გადაინაცვლეს.

აქციის დაშლისას დაშავდა „ბი-ბი-სის" კორესპონდენტი პიოტრ კოზლოვი. ხოლო ტელეარხ „დოჟდის" კორესპონდენტი ვლადიმირ რომენსკი და „ვედომოსტის" კორესპონდენტი ელენა ვავინა დააკავეს.

პუშკინის მოედანზე ასევე დააკავეს უცხოელი ტურისტი. მოედან „ტრუბნოიზე" დააკავეს „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელი, გიორგი ალბუროვი.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ველოსიპედით იყო, ველოსიპედიანად ჩასვეს პოლიციის ავტობუსში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×