რეზონანსი
03.08.2019

 (რეზონანსი) რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში ოპოზიციის მხარდამჭერი მსვლელობა მიმდინარეობს, რომელზეც ხალხი მოსკოვის საქალაქო სათათბიროში დეპუტატობის ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმას აპროტესტებს.

აქციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, პოლიციამ უკვე დააკავა 89 ადამიანი. სამართალდამცავებმა ასევე დაიწყეს პუშკინის მოედნის გათავისუფლება აქციის მონაწილეებისგან.

ცოტა ხნის წინ საკუთარი საარჩევნო შტაბიდან გამოსვლისთანავე დააკავეს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის (ალექსეი ნავალნის დაარსებული ორგანიზაცია) იურისტი ლიუბოვ სობოლი.

ოპოზიციის სხვა დაურეგისტრირებელი კანდიდატების უმრავლესობა ჯერ კიდევ წინა შაბათის აქციის დროს დააკავეს და ისინი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×