(რეზონანსი) "თქვენ წარმოდგინეთ, ბიძინა ივანიშვილი ახლა გვარამიას წინააღმდეგ როგორ იბრძოლებს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ თუ გადავხედავთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში როგორ ელვის სისწრაფით ვითარდებოდა მოვლენები, ბუნებრივია, ახლა ფიქრობს, რომ ძალიან მალე დაასრულოს „რუსთავი2"-ის და ნიკა გვარამიას საქმე, მათ შორის, იმიტომ, რომ ახლა ჩვენ ვხედავთ, პოლიტიკოსების ნაწილი უკვე ციხეშია გამოკეტილი, ნაწილი სამაჯურით სახლში ზის.
20 ადამიანი, რომელიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა რუსთაველის გამზირზე ისინიც კი ციხეში გამოკეტა ივანიშვილმა, თქვენ წარმოდგინეთ, ახლა გვარამიას წინააღმდეგ როგორ იბრძოლებს.
მყარდება სრული დიქტატურა ამ ქვეყანაში. ივანიშვილის მთავარი მზიანია არის, რომ ჩიტმა არ გაიფრინოს ცაში და ჭიანჭველამ არ გაიაროს მიწაზე მისი ნებართვის გარეშე,"- განაცხადა უდუმაშვილმა.