რეზონანსი
03.08.2019

 (რეზონანსი) „ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მოძრაობის ჩვენება", - ამის შესახებ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ციდაშელამ განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი რომ სამთავრობო ცვლილებები, რეალურ პოლიტიკურ ცვილლებებს გამოიწვევს.

"ველოდები სამთავრობო ცვლილებებს. დღეს, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მოძრაობის ჩვენება იმიტომ რომ აბსოლუტურ უძრაობაში ვართ. ასე დიდხანს რომ ვერ გაგრძელდება თვითონ ხვდება.

მეც ველოდები რომ სამთავრობო ცვლილებები იქნება. გვარების და სახელების გამოცვლით სამწუხაროდ არ მაქვს მოლოდინი რომ რეალურად პოლიტიკური ცვლილება იქნება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა "ტვ პირველთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×