რეზონანსი
03.08.2019

 (რეზონანსი) „ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოს მომავალზე უნდა ფიქრობდეს" - ამის შესახებ განცხადებას კომპოზიტორი დათო ევგენიძე აკეთებს.

„მე არც „ნაცს" ვეძახი „ნაცს" და არც „ქოცს" - „ქოცს". დღეს პარტიულობა ქილიკის და აგრესიის ობიექტია. პოლიტიკოსები ვარსკვლავებად იქცნენ, ამ დროს ვარსკვლავები სახლებში სხედან. მიმაჩნია, რომ საქართველოში უნდა იყოს მშვიდობა, ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოს მომავალზე უნდა ფიქრობდეს. შეჯიბრი სიკეთის კეთებაში უნდა იყოს და არა ჯიბრსა და დაპირისპირებაში. სწრაფი ქმედებების მომხრე არ ვარ. კანონი უნდა გახდეს უზენაესი" - აცხადებს „პრაიმტაიმთან" ევგენიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×