რეზონანსი
03.08.2019

 (რეზონანსი) კიევში სამართალდამცავებმა არალეგალი მიგრანტები დააკავეს, რომლებიც ბაზარ „ტროეშჩინაში" მუშაობდნენ. ამის შესახებეროვნული პოლიციის პრესსამსახური იტყობინება.

სულ 119 ადამიანია დაკავებული. ისინი საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

მათ მიმართ ადმინისტრაციული ოქმები შეადგინეს. პოლიციის განმარტებით, მათ „უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ უკრაინაში ყოფნისა და უკრაინის ტერიტორიის ტრანზიტით გავლის წესები" დაარღვიეს.

დაკავებულებიდან 50 ადამიანს სამშობლოში იძულებით დააბრუნებენ, ნაწილს უკრაინაში ყოფნის ვადა შეუმცირეს, ხოლო ნაწილის დროებით უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების განთავსების პუნქტებში გადაიყვანეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×