რეზონანსი
03.08.2019

 (რეზონანსი) „სირცხვილი იმ ადამიანებს ასე უმოწყალოდ, ასე უღმერთოდ რომ მექცევიან!", - ამის შესახებ განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა გუშინ რუსთაველის გამზირზე დააკეთა.

„სირცხვილი იმ ადამიანებს ასე უმოწყალოდ, ასე უღმერთოდ რომ მექცევიან! ნაცვლად იმისა, რომ თქვან, დიახ, ჩვენ დავაშავეთ მაჩალიკაშვილის წინაშე, ჩვენ დავაშავეთ ქართველი ერის წინაშე. მე ქართველად ვთვლი ჩემს თავს. მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, ქართულად ვსაუბრობ... ეს რა ხდება ჩემს თავს, ჩემი ოჯახის გარშემო რა ტრიალებს.

არ მინდა ვიღაცას თავი შევაცოდო. ეს ადამიანისთვის მეტისმეტია. მე არ მგონია, ჩემს ადგილას თუ ვინმე ამას გაუძლებდა. ალბათ განგებამ და ღმერთმა ასე ისურვა. ვუძლებ ამ ყველაფერს, ვუძლებ, მაგრამ როგორ ვუძლებ, ეს მარტო მე ვიცი, ჩემს გარდა, ეს არავინ იცის", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×