რეზონანსი
03.08.2019

 (რეზონანსი) ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ 2020 წლის 27 მარტს მოსკოვში საკონცერტო დარბაზ Vegas City Hall-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" საკონცერტო დარბაზის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სამწუხაროდ, ნინო ქათამაძემ რუსეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა", - განაცხადეს Vegas City Hall-ის წარმომადგენლებმა.

20-21 ივნისს, თბილისში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, ნინო ქათამაძემ 30 ივნისს თავის "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა, რომ რუსეთში კონცერტებს აღარ ჩაატარებს.

ცნობისთვის, მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში, მოსკოვში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე "Усадьба Jazz 2019"-ზე იმღერა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×