რეზონანსი
03.08.2019

 ლენტეხში, სოკოთი მოწამლული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორმა, დავით ჯანაშიამ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, რომ პაციენტები ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნეს.

„ეს იყო მომაკვდინებელი შხამიანი სოკო. უფრო კონკრეტულად მუსკარინის ტიპის შხამი. პაციენტები აღარ ესაჭიროებათ ხელოვნური სასუნთქი აპარატი და მიმდინარეობს, შესაბამისი მკურნალობა,“- აცხადებს დავით ჯანაშია.

29 ივლისს, ლენტეხის რაიონში რამდენიმე ადამიანი სოკოთი მოიწამლა, ერთი მათგანი ნახევარ საათში ადგილზევე გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×