რეზონანსი
03.08.2019

 ვარკეთილში სიტყვიერი დაპირისპირება მეზობლებს შორის სისხლიანი გარჩევით დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულმა მეზობელს სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„მიზეზი ჩხუბი, შეკამათება გახდა. ვინც მოკლეს, იმან დედა შეაგინა და ეტყობა ამან გულში ჩაიდო. ბევრი ჭრილობა ჰქონდა, ზურგში, გულ-მკერდის არეში,“ - განუცხადეს „კურიერს“ ადგილობრივებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის იარაღი-დანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×