რეზონანსი
03.08.2019

 ამოღებულ იქნა შპს „ინტერმედია პლიუსის“ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას ეხება, - ამის შესახებ პროკურორმა, ლაშა აბულაძემ განაცხადა.

1-ელ აგვისტოს, როცა „რუსთავი 2“-ის კოტრაქტორი შპს „ინტერმედი პლიუსის“ ოფისში, სხვა მისამართზე ჩატარდა მსგავსი საგამოძიებო მოქმედებები, კომპანიის დირექტორი აცხადებდა, რომ „ინტერმედია პლიუსის“ დოკუმენტები, ამ მისამართის გარდა, სხვაგან არ ინახებოდა.

„ამოღებული იქნა შპს „ინტერმედია პლიუსის“ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. დოკუმენტების შინაარსზე ვერ გესაუბრებით. უბრალოდ, ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს დოკუმენტაცია ეხება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას. ეს იყო ყველა ის დოკუმენტი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. სხვა დეტალებს ვერ დაგიზუსტებთ. როდესაც ჩვენ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები სხვა მისამართზე, კომპანიის ოფისში, კომპანიის დირექტორმა განგვიცხადა, რომ შპს „ინტერმედია პლიუსის“ დოკუმენტები, გარდა იმ მისამართისა, სადაც გუშინ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, არ ინახებოდა“, - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, რატომ მიაქვთ სეიფი, რომელიც ჩხრეკისას ამოიღეს, მან თქვა, რომ ადგილზე ვერ მოხდა მისი გახსნა და ის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა გაისხნას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×