რეზონანსი
03.08.2019

ვინ არის „ვინმე ზაზა, რომელიც მიშა მშვილდაძის თქმით, მას დაემუქრა. ეს პიროვნება ზაზა გველესიანია და ის სალიას გუნდში ლოჯისტიკის განხრით კონკულტანტის პოზიციას იკავებს.

„ზაზა გველესიანი ჩემი კონულტანტია ლოჯისტიკის კუთხით. ის ჩემთან და ორ ადამიანთან ერთად შეხვდა რუსთავი 2-ის თანამშრომლებს. არანაირი მუქარა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, მშვილდაძე იტყუება. მეტიც, ჩვენ მათთან კარგი თანამშრომლობითი ურთიერთობა გვინდოდა", - უთხრა პაატა სალიამ "პრაიმტაიმთან". 

შეგახსენებთ, მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ „ფორმულა კრეატივის“ გუნდი გაფრთხლებული იყო, რომ თუ ისინი არ გააგრძლებდნენ რ2-თან თანამშრომლობას საქმე გაპრობლემდებოდა. მისი თქმით, ამის შესახებ მას „ვინმე“ ზაზამ უთხრა, რომელიც პაატა სალიასთან ერთად კაბინეტში იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×