რეზონანსი
03.08.2019

 ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში ციმბირში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რამდენიმე ყალბ ფოტოსთან ერთად, თან წერს, რომ თუ დროულად არ ჩამოშორდა ივანიშვილი, საქართველოშიც იგივე მოხდება, რადგან ეს ოლიგარქიულ მმართველობას ახასიათებს.

“ციმბირი იწვის! ციმბირში უზარმაზარი ეკოლოგიური კატასტროფაა-რუკაზე ჩანს მისი გიგანტური,აქამდე არნახული მასშტაბები.პუტინის დანაშაულებრივი ბანდა აცხადებს,რომ ზარალის თანხა აღემატება შესაძლებლობის თანხებს და ხანძრის ჩაქრობას “აზრი არა აქვს”! ყველაზე მეტად ბუნება,ტყეები და ცხოველები მეცოდებიან,რომლებიც ცოცხლად იწვებიან ამ ჯოჯოხეთში და მათი ბრალი არაა,რომ ასეთ საზარელ ქვეყანაში დაიბადნენ! აი ეს არის ოლიგარქიული დანაშაულებრივი რეჟიმის სახე-ეს არის ის,რაც გველის თუ გარეწარ ივანაშვილს დროზე არ მოვიშორებთ!!” – წერს ორჯონიკიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×