რეზონანსი
02.08.2019

 (რეზონანსი) პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ კომენტარისგან თავი შეიკავა.

შეკითხვაზე, რომელიც დავით კეზერაშვილის მიერ ტელევიზიის შექმნის დაანონსებას შეეხებოდა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ამ პერსონის შესახებ საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა აქვს.

„რაც შეეხება ბატონ კეზერაშვილს და მის წარსულს, თუ რითი იყო ის დაკავებული, როგორ წარმოგვიდგინა შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა, როგორც წარმატებული ბიზნესმენის სახე. მე ვფიქრობ, რომ მისი შეფასება ჩემი მხრიდან არ არის საჭირო, რადგან საზოგადოებას აქვს ძალიან ნათელი დამოკიდებულება და პოზიცია ამ პერსონისა და მისი წარსულის მიმართ".

წყარო: „პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×