რეზონანსი
02.08.2019

 (რეზონანსი) საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ბუნებრივ აირზე ტარიფი არ გაიზრდება. „მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და ჩემმა შინაგანმა რწმენამ შარშანაც გაამართლა".

მისი თქმით ოპტიმისტური პოზიციის საფუძველს ქვეყანაში ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი განაპირობებს.

„ივლისში წლიური ინფლაციის დონე არის 4,6%, რაც ზომიერი ინფლაციაა. პანიკის საფუძველი არ არსებობს. მინდა მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს ამასთან დაკავშირებით. გაზზე ტარიფები არ გაიზრდება. მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და ჩემმა შინაგანმა რწმენამ შარშანაც გაამართლა. აქედან გამომდინარე, შარშანაც ახალ წლამდე, მცდელობა და სხვადასხვა განცხადება იყო, რომ გაზის ფასი გაიზრდებოდა და ეს არათუ არ გამართლდა, არამედ გაზის ტარიფები შემცირდა. ასე რომ, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ ამ თვალსაზრისით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

2019 წლის 1 აგვისტოს სემეკში გეგმური სხდომა გაიმართა, რომელზეც გაზის ტარიფის დადგენაზე მსჯელობა დაიწყო.

სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა აცხადებს, რომ გასულ წელს ლარის კურსიდან გამომდინარე იყო მოლოდინი, რომ ტარიფი გაიზრდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მილორავას თქმით, კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ტარიფების დადგენის თაობაზე, საბოლოო ტარიფი კი წლის ბოლოს დადგინდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×