რეზონანსი
02.08.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ ახალ მენეჯმენტს კომპენსაციის გადახდის არანაირი ვალდებულება არ აქვს.

სალიას განმარტებით, მას გვარამიასთან გაფორმებული კონტრაქტი არ უნახავს და ელოდება, რომ ნიკა გვარამიამ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, „რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელი საკუთარ პოზიციას დაიცავს.

„არ მინახავს ეს კონტრაქტი და არ ვიცი რაზე საუბრობს გვარამია. მიმართოს ლონდონის არბიტრაჟს და თუ მიგვიწვევენ მხარედ, აუცილებლად გავცემთ პასუხს სასამართლოში. ამ კომპანიაში ძალიან ბევრი ისეთი ხელშეკრულებაა დადებული, რომლებიც კომპანიის ინტერესების საზიანოა და ამაზე თავის დროზე დასკვნები აუცილებლად გაკეთდება. ამ ეტაპზე ვნახე რამდენიმე ხელშეკრულება, რომლებიც ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს, თუ რატომ გაფორმდა", - განაცხადა პაატა სალიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×