(რეზონანსი) "ქართული ოცნების" დეპუტატი ზაზა პაპუშვილი "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გვარამიამ კითხვებზე პასუხი საგამოძიებო უწყებას უნდა დასცეს.
"ნიკა გვარამიას მსგავს უსახო, აბსოლუტურად პროვინციალური აზროვნების, თავხედ, უზრდელ ადამიანებს საქართველოში პასუხი უნდა მოეთხოვოთ. გვარამია დაცვით დადის, თავი ჟურნალისტი ჰგონია და თან, ხლაპუშკის აფეთქებაზე გული უსკდება.
სამართლებრივად ყველაფერს პასუხი გასცეს, მიტაცებული ტელევიზიის დირექტორი რომ იყო. სხვას ეძახის არაფორმალურ მმართველს და თვითონ სხვის ტელევიზიაში არაფორმალურ მდგმურად იჯდა", - განაცხადა ზაზა პაპაუაშვილმა "2020NEWS"-თან.
დღეს "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე.