რეზონანსი
02.08.2019

 (რეზონანსი) ექიმებმა შუა ხნის მამაკაცი გადაარჩინეს, რომელსაც გულის გაჩერება დაუფიქსირდა, ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ფეისბუქზე ავრცელებს.

„გამოძახების მოტივი - უგონო 112-ში შემოსულ მისამართზე მისულ 0516 ბრიგადას ( უფროსი ექიმი ზურაბ გენგაშვილი; უმცროსი ექიმი ანა ბაჩილავა, მძღოლი ლერი ზაზუაშვილი) შუა ხნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. მონიტორზე დაფიქსირდა გულის გაჩერება.

ჩატარებული დროული და პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად პაციენტის მდგომარეობა გაუჯობესდა და გადაყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც აგრძელებს მკურნალობას. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მამაკაცს სრულად გამოჯანმრთელებას უსურვებს!" - აღნიშნულია განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×