რეზონანსი
02.08.2019

 (რეზონანსი) ნიკა გვარამიას გამოძიებისთვის ყველა საინტერესო კითხვა დაესვა, მიღებული იქნა პასუხები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განუცხადა.

გუბელაძე არ აკონკრეტებს, თუ რა კითხვები ჰქონდა ნიკა გვარამიასთან საგამოძიებო უწყებას, თუმცა, აღნიშნავს, რომ სხდომის ოქმის გაცნობის შემდეგ, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება. პროკურორი არ აკონკრეტებს არც იმას, დაიბარებენ თუ არა გვარამიას ხელახლა დაკითხვაზე, ან შეეცვლება თუ არა მას მოწმის სტატუსი.

„ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც მივიღებთ სხდომის ოქმს, დაკითხვის ოქმს, გავეცნობით და ამის შემდეგ შესაძლებელია დაიგეგმოს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება გრძელდება, ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, შესაბამისად, მტკიცებულებების მიღების შემდეგ სამართლებრივი შეფასება გაკეთდება და საზოგადოებას ეცნობება.

რა კითხვები დავუსვით, რა პასუხები გაგვცა, რამდენად ამომწურავი იყო, ამასთან დაკავშირებით, კომენტარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავაკეთებ. გამოძიება გრძელდება, ჩატარდება სრულყოფილი, ობიექტური გამოძიება.

ნებისმიერი პირი შეიძლება იქნეს დაბარებული, გამოკითხული. თუ უარს განაცხადებს, სასამართლოში დაიკითხება და ა.შ. წინასწარ, ვინ დაიკითხება, კომენტარს ვერ გავაკეთება", - განაცხადა გუბელაძემ.

ნიკა გვარამიას დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×