რეზონანსი
02.08.2019

 (რეზონანსი) „ვცდილობ მამის გარეშე ცხოვრებას. ჯერჯერობით დაბნეული ვარ, არ გამომდის. თუმცა ვცდილობ შევეგუო. ყველას ესიზმრება ჩემს გარდა, მინდა დამესიზმროს", - ამის შესახებ განცხადებას მომღერალი ნინი ქარსელაძე „პრაიმტაიმთან" აკეთებს.

თეკუჩას წასვლით ბავშვობა დასრულდა. დიდი საყრდენი ძალა და თანადგომა გამომეცალა. ყველაფერში მისი იმედი მქონდა. ელემენტარულს გეტყვით, მანქანის დეტალზე რომ ვურეკავდი, მაშინვე დამაკვალიანდებდა, ვისთან დამერეკა. ნებისმიერ ელემენტარულს მისი დახმარებით ვაკეთებდი. არ არსებობდა თემა, მომრიდებოდა და ვერ დავურეკავდი, პირიქით. ყველაფერზე ვეკონტაქტებოდი. განსაკუთრებული მამა-შვილობა გვქონდა. ავადმყოფურად ვუყვარდი. ჩემი მეგობარი და მესაიდუმლე იყო. სულ მეკითხებოდა ჩემს თაყვანისმცმლებზე. მეც თამამად ყველაფერს ვუყვებოდი. მის მოცემულ რჩევებს ხშირად ვითვალისწინებდი. „თეკუს" ვეძახდი.

ბოლო დროს ჩემს წინააღმდეგ მომართული საზოგადოების ნეგატივი ძალიან აწუხებდა, თუმცა ამას არ იმჩნევდა. მესიჯებს მწერდა, მამა, ყურადღებას ნუ მიაქცევ, არა ადამიანია, ხომ იცი, ნულიაო. ამას წინათ ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა მომწერა, მამაშენმა მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ სადღაც პოსტის ქვეშ კომენატრებში დაგიცავიო. ეს მამაჩემს ჩემთვის არ უთქვამს. როგორც ჩანს, თავისთვის ნერვიულობდა. ბუნებრივია, მშობლისთვის ასეთი ნეგატიური ტალღა მტკივნეულია.

სხვათა შორის, ჩემზე თავდასხმა ისევ გრძელდება. წლების განმავლობაში ამგვარ ბულინგს მივეჩვიე. ადრე განვიცდიდი, უკვე აღარ. ერთმა გამოცემამ მამას წამალდამოკიდებულებაზე შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სტატია დაწერა, რომლითაც მე დამარტყეს, გარდაცვლილ მამას კი არა. წინა დღით გარდაცვლილ ადამიანზე ასეთი სტატიის წერა სირცხვილია. მამას ვინც იცნობდა, ყველამ იცის, რომ რაც იქ ეწერა, არც ერთი სიტყვა არ იყო ახლოს მამას ტერმინოლოგიასთან. მამა იმდენად ძვირფასია ჩემთვის, მისი სახელის შებღალვას, არავის შევარჩენ. 40 როგორც კი გავა, იმ გამოცემას, რომელმაც თეკუჩაზე ტყუილებით სავსე სტატია დაწერა, სამართლებრივად აუცილებლად მოვთხოვ პასუხს", - ამბობს მომღერალი „პრაიმტაიმთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×