(რეზონანსი) ტელეკომპანია"რუსთავი 2″-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამია გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში თიქმის ორ საათი გაგრძელდა.
შესვენებაზე ნიკა გვარამიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და იმ დეტალებზე ისაუბრა, რაზეც მას ესაუბრენ.
"თეორიაში, მე რომ ქურდი ვიყო, შესაძლოა პასუხობდეს, მაგრამ ქურდი არ ვარ, წესიერი ადამიანი ვარ, ამიტომ, ვერ პასუხობს. ეს იყო სამეწარმეო ბიზნესი და შეუძლებელია, ამაზე მიზანმიმართულობა დაინახო, რომ ჩვენ "რუსთავი 2"-ს აზიანებდით და კიდევ ერთი, ვალების დაგროვება, გადასახადებზე უარის თქმა. ჩემი ამოცანა იყო არა ის, რომ "რუსთავი 2" დივიდენდების დამრიგებელი ყოფილიყო პარტნიორებისთვის, არამედ ჩემი ამოცანა იყო, რომ "რუსთავი 2"-ს ეფუნქციონირა, "რუსთავი 2" ეთერში გასულიყო.
ამიტომ, მე ყველაფერს ვაკეთებდი, სანამ შემეძლო გადასახადებს ვიხდიდი, როცა არ შემეძლო, გადასახადები აღარ გადავიხადე. მერე ვიღაცას ვალების გადახდის დაგვიანება დავუწყე და ასე შემდეგ", - აცხადებს გვარამია.