რეზონანსი
02.08.2019

 (რეზონანსი) მოსამართლეც, პროკურორიც, შს მინისტრიც არის ბიძინა ივანიშვილი - "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ქვეყანას არასოდეს ჰყოლია ამდენი პოლიტიკური პატიმარი.

ხაბეიშვილი, რომელიც საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფება და ნიკა გვარამიას გამოკითხვის დასრულებას ელის, ამბობს, რომ ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის იმედი აღარავის აქვს.

"მოსამართლეც, პროკურორიც, შს მინისტრიც არის ბიძინა ივანიშვილი. ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით რომ სამართლებრივი პროცესი არ მიმდინარეობს და ცდილობს ნიკა გვარამია გააჩეროს, ეს ალბათ საქართველოსთვის ნათელია. ქვეყანაში არის ოფიციალური დიქტატურა დამყარებული და საქართველოში ამ დრომდე ამდენი პოლიტიკოსი პატიმრობაში არ ყოფილა. ქვეყანა არის განსაცდელში და ჩვენი ქვეყანაა დასაცავი, ეს აქლემი ყველას კარებთან მოვა და დაიჩოქებს,"-ამბობს ხაბეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×