რეზონანსი
02.08.2019

 (რეზონანსი) "რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტოის გამოკითხვას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

"ნიკა გვარამიას დაკითხვას, ბუნებრივია, პოლიტიკურ მოტივს ვუკავშირებ. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშწორებაა. „ქართული ოცნების" ლიდერს ძალაუფლების კონცეტრაცია სურს, ამიტომ ხელს ყველაფერზე აწერს. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია ნიკა გვარამიაზე",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა "2020NEWS"-თან.

ცნობისთვის, დღეს "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×