რეზონანსი
02.08.2019

დღეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია II-ის ან­გე­ლო­ზის დღეა. მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ასე­ვე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ილია თეზ­ბი­ტე­ლის და ილია მარ­თლის (ჭავ­ჭა­ვა­ძე) ხსე­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, ილია II საღ­მრთო ლი­ტურ­გი­ას დღეს, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში შე­ას­რუ­ლებს.

წმინ­და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ქრის­ტეს შო­ბამ­დე 9 სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის წინ ცხოვ­რობ­და. წი­ნას­წარ­მე­ტყველ წმინ­და ილია თეზ­ბი­ტე­ლის მა­მამ ჩვე­ნე­ბა იხი­ლა: ახალ­შო­ბილ მის შვილს ან­გე­ლო­ზე­ბი ცე­ცხლის ალში ხვევ­დნენ და ცე­ცხლით კვე­ბავ­დნენ. ილია თეზ­ბი­ტელ­მა სიყ­მაწ­ვი­ლი­დან­ვე თავი უფალს მი­უ­ძღვნა და უდაბ­ნო­ში გან­მარ­ტოვ­და. მან ის­რა­ე­ლის მეფე აქა­ბი ბა­ა­ლის კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბის­თვის ამ­ხი­ლა, რის გა­მოც დე­დო­ფალ იე­ზა­ბი­ე­ლის­გან იდევ­ნე­ბო­და. წმ. ილი­ამ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რომ კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბის­თვის ქვე­ყა­ნას ღმერ­თი გვალ­ვით დას­ჯი­და. სამ­წლი­ა­ნი გვალ­ვის შემ­დეგ უფალ­მა წმ. ილი­ას ლოც­ვა შე­ის­მი­ნა.

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე (1837-1907წწ) სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნოდ­მა 1987 წელს, ერი­სა და ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე ღვაწ­ლის­თვის, წმინ­და­ნად შე­რა­ცხა და მას წმინ­და ილია მარ­თა­ლი უწო­და.

ambebi

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×