რეზონანსი
02.08.2019

 საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს ვანო ზარდიაშვილზე ისაუბრა.   

"ერთი გვარი მაინც უნდა დავასახელო, ვანო ზარდიაშვილი, რომელიც მოწებებული გყავს, მაგრამ ჯერ გკითხავთ, ბევრი იყო ისეთი ახლობელი ადამიანი შენთვის, როგორც მე?” – ამ კითხვით მიმართა ნიკა გვარამიამ ყოფილ მთავარ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს. ადეიშვილმა კითხვას პასუხად განაცხადა, რომ ასეთი ადამიანი იყო ძალიან ცოტა, სადღაც ორი-სამი კაცი.

"ვანო ზარდიაშვილი წელიწადნახევარი მუშაობდა ჩემთან და იყო ჩემი ერთ-ერთი თანაშემწე. ტელეფონებს პასუხობდა და ჰქონდა მდივნის ფუნქცია", - აღნიშნა ადეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×