რეზონანსი
02.08.2019

 თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ნიკა გვარამიას მხარდამჭერები შეიკრიბნენ. გვარამიას დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვის საქმეზე მოწმის სახით კითხავენ. მის მხარდასაჭერად მივიდნენ, როგორც ჟურნალისტები, ასევე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

მას შემდეგ რაც ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის შექმნა დააანონსა, გაჩნდა კითხვები, ვინ გადავა მის არხზე „რუსთავი2“-ის გუნდიდან.  „პრაიმტაიმის“ კითხვაზე, ხომ არ გეგმავს ტელევიზიაში დაბრუნებას?- ზაალ უდუმაშვილმა უპასუხა, რომ სადაც პროდუქტიული იქნება იქ აპირებს დარჩენას.

„სადაც პროდუქტიული ვიქნები, იქ დავრჩები. ამ ეტაპზე ტელევიზიის შესახებ მსგავსი გეგმები არ მაქვს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×