რეზონანსი
02.08.2019

სანამ სააკაშვილის ყოფილ თანაგუნდელს და თანამოაზრეს, ნიკა გვარამიას საქართველოში პროკურატურა უტევს, საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინელ ოპონენტებს ებრძვის და ამ დრომდე გვარამიას მხარდამჭერი არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია.

„თქვენგან განსხვავებით, იმპოტენტებო, მე შემიძლია ახალი ქალაქების აშენება - გადაფრინდით ბათუმში!.. „სახალხო მღელვარებას“ კი თქვენ პროოვოცირებთ თქვენი „ბეზპრიდელით“. არ მყავს დაცვა, ბინას კი გონივრულ ფასებში მართლაც ვეძებ... და კიდევ, თქვენი კოშმარული სიზმარი ახდა, დავბრუნდი ოდესაში თქვენს ჯიბრზე და ოდესის მომავლის საკეთილდღეოდ. ის იქნება უკრაინის და ევროპის ყველაზე დიდებული ქალაქი“, - წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოდესის გუბერნატორის პოსტზე კანდიდატები უკვე დაასახელა.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×