ას შემდეგ, რაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ტელევიზიის გახსნა დააანონსა, ბევრი ვერსია გაჩნდა იმის შესახებ ვის ვიხილავთ არხზე. ახალი ტელევიზიის დირექტორად „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მოიაზრება
უკვე ცნობილია, რომ „რუსთავი 2“ დატოვა არხის პოლიტიკური და დღის გადაცემების პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა, რომელიც "ფორმულა კრეატივის" ახალი ტელევიზიის გუნდში მოიაზრება.
დადასტურებულია ინფორმაცია, რომ სწორედ "ფორმულა კრეატივთან" ერთად ქმნის ახალ ტელევიზიას კეზერაშვილი. სავარაუდოდ ახალ არხზე ვიხილავთ სერიალ „ჩცდ“-ს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამავე არხზე გადადის ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია მესამეზე მუშაობს.
„პრაიმტაიმმა“ ნანუკა ჟორჟოლიანსაც მიმართა კითხვით, შესაძლოა თუ არა ისიც ვიხილოთ კეზერაშვილის ტელევიზიაში? როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ის ჯერჯერობით "რუსთავი 2"-ზე რჩება და იმ შემთხვევაში თუ ამ არხიდან წასვლა მოუწევს, ყველა ვარიანტს განიხილავს:
"მე ჯერ ვრჩები რუსთავი 2-ში, ვმუშაობ აქ და ვამბობ, სანამ რუსთავი 2-დან არ გამაგდებენ მანამდე ვარ რუსთავი 2-ში. თუ რუსთავი ორიდან გამაგდებენ, მერე უკვე, რა თქმა, უნდა ჩემს თავს განვიხილავ ყველგან“ - ამბობს ჟორჟოლიანი.
კეზერაშვილი ამბობს, რომ ტელევიზიას ბორდი, იგივე სამეურვეო საბჭო ეყოლება. ბორდს დავით ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს.