რეზონანსი
02.08.2019

 სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამის შესახებ "იმედნიუსს" დაზარალებულმა განუცხადა. ქეთი კამკამიძის თქმით, წყვილს ცემის პარალელურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

"გზაზე მე და ჩემი მეუღლე გადავდიოდით. მაღალი სიჩქარით მანქანამ ჩაგვიქროლა და რაღაც ნივთი გვესროლა. ამაზე მქონდა რეაქცია, თუმცა შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. მობრუნდა მანქანა, რომელშიც სასულიერო პირიც იჯდა. გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს. მანქანით ფეხზე გადამიარეს“, - ამბობს კამკამიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაზარალებულები უკვე იმყოფებოდნენ ექსპერტიზაზეც. ჯერჯერობით ფაქტზე არცერთი პირი არ დაუკავებიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×