რეზონანსი
01.08.2019

 (რეზონანსი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის დის ქმარი დავით ფაცაცია დაინიშნა. ინფორმაციას „ნიუპოსტი" ავრცელებს.

როგორც "ნიუპოსტს" უყვებიან, აფხაზეთის მთავრობაში რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება მოხდა, სამსახურებიდან გათავისუფლეს თანამშრომლები, თუმცა კობახიძის სიძესთვის ,,სათანადო" ადგილი მაინც გამოიძებნა.

ჯერ კიდევ 2 თვის წინ ვიდრე ვახტანგ ყოლბაიას მოხსნიდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან, კულუარულად გავრცელდა ინფორმაცია რომ ყოლბაია კობახიძის სასიძოს უნდა ჩაენაცვლებინა. მაშინ ჯერ არ იყო ფაცაცია დაქორწინებული. თუმცა მაშინ ბევრი უმიზნებდა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას და ამიტომ ირაკლი კობახიძეს თავი შეუკავებია.

როგორც წყარო ჰყვება ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივ ხმაურს მოერიდა. ერთი თვის წინ კი რესტორან კაჭრეთში გრანდიოზული ქორწილი ჩაატარეს და დავით ფაცაცია კობახიძეების სიძე გახდა და თანამდებობაც მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×