რეზონანსი
01.08.2019

 (რეზონანსი) მცხეთის საავადმყოფოში სამი მცირეწლოვანის დედის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, დეტალების გარკვევისას, ცნობილი გახდა, 35 წლის ქალს 2 თვის წინ სხვა საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია.

მას ნაღვლის ბუშტი ამოკვეთეს. ქირურგიული ჩარევის შემდეგ, პაციენტს აღენიშნებოდა სიყვითლე, ორგანიზმში მიმდინარეობდა ინტოქსიკაცია. 9 ივლისს პაციენტი თავისივე ექიმმა სხვა კლინიკაში გადაამისამართა ე.წ. დრენაჟის ჩასადგმელად, რათა ორგანიზმი ტოქსინებისგან განტვირთულიყო. ამის შესახებ „პრაიმტაიმს" „ჯეოჰოსპიტალის" უფროსმა ექიმმა, კახა გზობავამ უამბო.

პაციენტის გადაწყვეტილებით ის კლინიკაში დაგვიანებით, 12 ივლისს გამოცხადდა და სავარაუდოდ, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების გამო დაეცა. 18 დღე კომპატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მე-19 დღეს კი - გარდაიცვალა.

ჯეოჰოსპიტალის უფროსი ექიმს კახა გზობავა აცხადებს, რომ 35 წლის ქალი არა დაცემის შედეგად, არამედ იმ მიზეზებით გარდაიცვალა, რამაც დაცემა გამოიწვია. მედიკოსის განმარტებით, პაციენტს პოლიორგანული უკმარისობა ჰქონდა.

„ის რაც რეალურად მოხდა გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა იციან. საპირფარეშოდან გამოსვლის დროს დაეცა, ტუმბოს თავი ჩამოარტყა და გარდაიცვალა. ჩვენი აზრით, ის პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა, რადგან გულისა და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნებოდა. ექსპერტიზა დაადგენს გარდაცვალების მიზეზებს. ქალბატონმა 2 თვის წინ სხვა კლინიკაში გაიკეთა ოპერაცია. როცა მისი მდგომარეობა გართულდა პაციენტს ექიმმა ურჩია, რომ ე.წ. დრენაჟი ჩაედგა, ეს ცოტა რთული მანიპულაციაა და ყველგან არ კეთდება, ჩვენი თანამშრომელი ურჩიეს და ასე მოხვდა ჯეოჰოსპიტალში..." - განმარტავს კახა გზობავა.

შეგახსენებთ, გუშინ 05:00 საათზე, 35 წლის ქალი, სახისა და თავის არეში მრავლობითი მოტეხილობებით 18 დღის განმავლობაში კომაში იყო და მე-19-ე დღეს გარდაიცვალა. პაციენტის ოჯახი სამედიცინო პერსონალს უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს. აღინიშნულზე უკვე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ ფაქტის შესწავლა. შსს-მ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე დაიწყო.

გარდაცვლილი ყაზბეგიდანაა, მას 4 წლის, 2 წლისა და 9 თვის შვილები ჰყავდა.

წყარო: „პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×