რეზონანსი
01.08.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი 2"-ის პოლიტიკური და დღის გადაცემების პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2" დატოვა და ფორმულა კრეატივის ახალი ტელევიზიის გუნდში მოიაზრება.

„რუსთავი 2"-ის დატოვების შესახებ ლაფერაშვილმა ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა კრეატივის ტელევიზიაში საქმიანობის გაგრძელებას ჯერ არ ადასტურებს.

ის ამბობს, რომ "ბევრი შემოთავაზება აქვს, მათ შორის ფორმულა კრეატივიდან, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია".

ფორმულა კრეატივში არ უარყოფენ, რომ მოლაპარაკებები გიორგი ლაფერაშვილთანაც მიმდინარეობს.

ფორმულა კრეატივი ტელევიზიას ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან ერთად ქმნის. მედიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ტელევიზიის შექმნა „რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დააანონსა.

On.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×