რეზონანსი
01.08.2019

 (რეზონანსი) ნიკა გვარამიას თქმით, ყველაზე სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ "რუსთავი2" სტრასბურგის ხელით წაიღო. "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ახლა მიმდინარეობს ბრძოლა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც სურთ ახალი თავისუფალი მედიის შექმნა.

„ეს არის დიქტატურის გაფორმება. ჩვენ არ გვაკმარეს ის, რომ წაგვართვეს ტელევიზია სტრასბურგის სასამართლოს ხელით, სხვათა შორის, კიდევ ფიგურირებს აქ და სტრასბურგის სასამართლო, არ დაგვავიწყდეს. ჩვენ ახლა არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ გავაკეთოთ ახალი. ეს არის დიქტატურა, ამას სხვა შეფასება არ ჰქვია, თავი არ მოიტყუოს არავინ, არც ამ ქვეყანაში, არც მის ფარგლებს გარეთ. ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში ის არის, რომ ტრიგერი, ანუ გამშვები მექანიზმი დიქტატურის სრულად ამოქმედებისთვის და ამ ჯინის ბოთლიდან გამოშვებისთვისგახდა ევროპული ინსტიტუცია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო.

აი, ზუსტად იმ გადაწყვეტილების მერე, თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ, ერთი მეორეზე უარესს, ყველა მიმავალი სრულფასოვანი დიქტატურისკენ, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაჭერა, მომიტინგეების უკანონოდ ციხეში ჩაყრა, ტელევიზიის დახურვა, მთავარი ტრაგედია, ჩემი აზრით, მთავარი ევროპული პლატფორმის, "რუსთავი 2-ის" და ახლა გაგრძელება უკვე იმ ადამიანებთან ბრძოლის სახით, რომლებსაც შეუძლიათ ალტერნატივების შექმნა, ანუ სიტყვის თავისუფლების საბოლოო დახურვაზე ალაპარაკი. აი, ეს ყველაფერი დაიწყო ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ეს უნდა გავაცნობიეროთ ჩვენც და ამ გადაწყვეტილების ავტორებმაც," - აცხადებს ნიკა გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×