(რეზონანსი) პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებლის თაკო ჩარკვიანი განცხადებით, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, ფაქტობრივად, " აღარაფერი არსებობს".
„დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი პუტინის გზით მიდის. ქვეყანაში შერჩევითი სამართალი რომ არსებობს, ეს ხომ ფაქტია?! ეს ყველაფერი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს იქამდე გაუვა, სანამ ხალხი ამის საშუალებას მისცემს. საბოლოოდ, პირობას გაძლევთ, "ქართული ოცნება" კარგად ნამდვილად ვერ დაამთავრებს. ბიძინა ივანიშვილის ქვეყანა 90-იანი წლების გარჩევებისკენ მიჰყავს. ტიპიურ პატრონ-ყმურ ტყვეობაში ვიმყობებით.
ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუციები ჩამოშლილია. საქართველოში აღარაფერი არსებობს, ჩვენს სამშობლოს ქურდები ანადგურებენ. მაშინ, როცა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს დახმაურება დასჭირდება, ჩვენ შეიძლება, უძლურები გავხდეთ, რადგან შერჩევითი სამართლის დროს ხალხი ადამიანის გასამართლებას უფრო მკაცრად ითხოვს. უსამართლობა არც ერთ ხელისუფელბას არ შერჩება",- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა "2020NEWS"-თან.