რეზონანსი
01.08.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე, საკანალიზაციო ორმოს გათხრისას ორი მუშა მიწის ნაშალში მოყვა.

მაშველებმა ერთ-ერთი მუშის ამოყვანა უკვე მოახერხეს და ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ წუთებში მაშველები მეორე მუშის ამოყვანას ცდილობენ.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მიწა მუშაობის დროს ჩამოიშალა. ჩიქობავას ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაჰყავთ. ადგილზე მძიმე ტექნიკაც მუშაობდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×