რეზონანსი
01.08.2019

 (რეზონანსი) სერიალი ჩემი ცოლის დაქალები რუსთავი 2-ზე აღარ გავა. ამის შესახებ On.ge-ს "ფორმულა კრეატივშ" განუცხადეს. მათი თქმით, რუსთავი 2-ზე სერიალი სეზონის ბოლომდე იქნება.

ჩემი ცოლის დაქალები ფორმულა კრეატივის შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალია, რომელიც რუსთავი 2-ზე 2011 წლიდან გადის.

მათივე ცნობით, რუსთავი 2-ზე, ასევე, აღარ გავა გადაცემები: ჩემი სამზარეულოს წესები და მთავარი ექიმი.

ფორმულა კრეატივმა ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განაცხადა, სადაც მათივე წარმოებული ყველა პროექტი გავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×