რეზონანსი
01.08.2019

 (რეზონანსი) როცა პარლამენტში პლენარული სხდომები დაიწყება, მე აუცილებლად დავესწრები, მიუხედავად იმისა, გაიცემა თუ არა პროკურატურის მიერ ნებართვა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელია აღნიშნავს, მასაც იგივე უფლებები აქვს, რაც პარლამენტის დანარჩენ წევრებს. შესაბამისად, ის პარლამენტის სხდომებს დაესწრება.

„აუცილებლად დავესწრები სხდომებს, გავალ სახლიდან. მნიშვნელობა არ აქვს ნებართვით იქნება, თუ - არა. მე დღეს უფლებების თვალსაზრისით, ისეთივე დეპუტატი ვარ, როგორც 149 სხვა დეპუტატი. ნიკა მელიას დაჭერა ხვალ რომ ისევ მოინდომონ, კვლავ ის პროცედურები უნდა გაიარონ პარლამენტში, რაც გაიარეს. იმუნიტეტის მოხსნის აქტი ერთჯერადი იყო", - განაცხადა მელიამ "ინტერპრესნიუსთან".

მან მის მიმართ გამოყენებულ შემაკავებელ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ის სახლიდან არ გასულა.

"აქციაზე მონაწილეობა მკაფიოდ მაქვს აკრძალული, ასევე საზოგადოებისთვის სიტყვით მიმართვა, აქ მედია არ იგულისხმება. მაგალითად, ქორწილში თამადა ვერ ვიქნები. პურისთვის მაღაზიაში რომ მომიწიოს ჩასვლა, ამისათვის უნდა დავურეკო", - დასძინა მან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×