რეზონანსი
01.08.2019

 (რეზონანსი) ეს არის ხელისუფლების ბრძოლა თავისუფალი სიტყვის და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, - ასე ეხმიანება ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარებას ადვოკატი თამთა მურადაშვილი.

„ეს არის ხელისუფლების მიერ ბრძოლის გაგრძელება. ცალსახა არის რომ უნდათ ნიკა გვარამიას განეიტრალება. თავის დროზეც ნინო ნიჟარაძე იყო ხელისუფლების წარმომადგენელი. იმ ფონზე რომ ნიჟარაძე აღარ არის ახლა კომპანიის პარტნიორი მისი ამგვარი ფორმით ჩართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ის იყო ხელისუფლების წარმომადგენელი", - აცხადებს თამთა მურადაშვილი „პრაიმტაიმთან".

პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას ედავებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×