რეზონანსი
01.08.2019

 (რეზონანსი) იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე კარგი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და დასძინა, რომ „ძალიან დიდი უსამართლობაა, რომ ის დღეს ზის ციხეში"

„მერაბიშვილი იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე კარგი შინაგან საქმეთა მინისტრი. ძალიან დიდი უსამართლობაა, რომ ის დღეს ზის ციხეში. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური შურისძიება ივანიშვილის მხრიდან მის მიმართ. რაც შეეხება ვანოს მიღწევას. პატრული ვანოს დამსახურებაა. ის პატრული, რომლითაც მოსახლეობაც და ჩვენც ვამაყობთ არის ვანოს დამსახურება. და ძალიან ბევრი რამე გააკეთა ამისთვის. ჩემი აზრით, ვანოს პრობლემაც ის იყო, რომ ძალიან ტოლერანტული იყო გუნდის წევრების მიმართ. იმ ადამიანებმა მისცეს მის წინააღმდეგ ჩვენება, ვისაც ზედ ეფარებოდა",- განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

ზურაბ ადეიშვილი წინა ხელისუფლების დროს იყო გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი. 2017 წელს ზურაბ ადეიშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე დამნაშავედ სცნეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×