რეზონანსი
01.08.2019

 (რეზონანსი) ურეკში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაღუპული მოზარდი და ახალგაზრდა ქალი წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები არიან.

"კვირას" ინფორმაციით, არასრულწლოვანი წალკის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე - 14 წლის ირაკლი ვანაძეა, მეორე დაღუპული კი მისი ბიცოლა, 25 წლის ლეილა ბერიძე.

როგორც წალკის მერი, ილია საბაძე ამბობს, ურეკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილები ქალაქ წალკის მკვიდრნი იყვნენ. მისივე თქმით, ოჯახი მაღალმთიანი ხულოდან არის ჩამოსახლებული.

უბედური შემთხვევა გუშინ ღამით შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარე კაპროვანის სანაპირო ზოლში მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×