რეზონანსი
01.08.2019

 (რეზონანსი) გავრცელებული ინფორმაცით, ბენზინგასამართი სადგურების ქსელის „ფრეგოს" მფლობელი გიორგი თოფჩიშვილი დააკავეს.

გიორგი თოფჩიშვილთან ერთად დაკავებულია ვლადიმერ ყველაშვილი. მათ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მომზადებას ედავებიან.

„კურიერის" ინფორმაციით, სასამართლომ ორივე მათგანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე გლდანის ციხეშია გადაყვანილი.

რეესტრის მონაცემებით, „ფრეგო ჯგუფის" დამფუძნებელი ნამდვილად თოფჩიშვილია, ხოლო „შპს ფრეგოს" 100%-იანი წილების მფლობელი კი მისი მეუღლე ნინო გიორგობიანი. კომპანიის წილები ამ დროისთვის დაყადაღებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×