რეზონანსი
01.08.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„ხელისუფალნო! მეოცნებეებო! ნაცსექტისადმი ჩემი დამოკიდებულება კი იცით. ჰოდა, რომ აცხადებთ, ლარის გაუფასურებაც, ეკონომიკური ვარდნაც და ტურიზმის ჩავარდნაც ნაცების ბრალია და 20-21 ივნისის პროცესები რომ არა, ყველაფერი აჟურში იქნებოდაო, მეც მაქვს შეკითხვები:

რატომ ყელყელაობენ დღემდე ნაცები? ვის ევალებოდა ხალხის ხმის მოსმენა და შესმენა? რატომ არ დასაჯეთ ეს მანიაკები? რატომ მოხდა 20-21 ივნისის პროცესები? რატომ ვერ აიცილეთ თავიდან ნაცების რევანშის მცდელობა? სად არის პრევენციული ღონისძიებები? იცით, რას გეტყვით: თქვენ ხართ ხელისუფლებაში! თქვენგან მოითხოვდა ხალხი ამ მანიაკების დასჯას და თქვენ არ დასაჯეთ ნაცდამნაშავეები! თქვენ არ თუ ვერ აიცილეთ თავიდან 20-21 ივნისის პროცესები! თქვენ არ მოახდინეთ პრევენცია!

კი, ნაცსექტანტები დამნაშავეები არიან, რადგან მათი პრინციპია: რაც უარესი, მით უკეთესი! მაგრამ თქვენ სულ, სულ არაფერზე ხართ პასუხისმგებლები?! თქვენ სულ არაფერი მოგეთხოვებათ?! თქვენს ბრალეულობას ვერაფერში ხედავთ?! თუმცა, სასაყვედურო რა გაქვთ; პირიქით, ჩვენგან უღრმესი მადლობა გეკუთვნით, რადგან საყოველთაოდ ცნობილია თქვენი დამსახურება: დილით მზის ამოსვლა და საღამოს ზღვის ტალღების შრიალი! ამისთვისაც გმადლობთ! სირცხვილია! და გრცხვენოდეთ!", - წერს ჟურნალისტი ფესბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×