რეზონანსი
01.08.2019

 (რეზონანსი) დღეს მოსამართლემ დაუშვა უმძიმესი და ქვეყნისთვის ძალიან მძიმე პრეცედენტი, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი სასამართლოს მიერ ზვიად კუპრავასთვის გამოტანილ განაჩენს.

„დღეს ჩვენ ვნახეთ, ზვიად კუპრავა დააკავეს იმიტომ, რომ მას ყურებიანი ქუდი არ ეხურა. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს, ქუჩაში, ავტობუსში, სახლში, რაიმენაირად აუგად რომ მოიხსენიოს მოსამართლე და მერე ამის შესახებ რომ ხმა მიუტანონ სამართალდამცველებს, ყველა ჩვენგანი ციხეში უნდა აღმოჩნდეს. დამისახელეთ ადამიანი, ვისაც ჰქონია შეხება სამართალდამცველ სისტემასთან და არ მოუხსენებია ცოტა აგდებულად, დავუშვათ, ან სამართალდამცველი ან მოსამართლე", - განაცხადა უდუმაშვილი.

სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებული „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×