რეზონანსი
01.08.2019

 (რეზონანსი) ლიეტუველი ტურისტი მაშველებმა გუშინ დახრჩობას გადაარჩინეს. თუმცა, 28 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

სამედიცინო კლინიკა „მედცენტრის" ინფორმაციით, ტურისტის მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ლიეტუველი ტურისტი ბათუმში ძმასთან ერთად არის ჩამოსული დასასვენებლად.

კლინიკა „მედცენტრის" პრესსამსახურის ინფორმაციით, კლინიკაში მიყვანის დროს ტურისტს გული გაჩერებული ჰქონდა და აღენიშნებოდა ზღვის წლით ინტოქსიკაციაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×