რეზონანსი
01.08.2019

 სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებული „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება განმარტა და აღნიშნა, რომ მოსამართლის მიმართ ნათქვამი სიტყვები მიჩნეულ იქნა შეურაცხყოფად. 

გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×