რეზონანსი
01.08.2019

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს. კომისიამ ახალი ტარიფები გეგმურად, 31 დეკემბრამდე უნდა დაადგინოს. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხზე კი, სემეკ-ის წევრები დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.

საუბარია „თბილისი ენერჯის“ (ყოფილი „ყაზტრანსგაზ-თბილისი“), „სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“, ასევე მცირე ზომის კომპანიების მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენაზე.

სემეკ-ი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტრანსპორტირების ტარიფსაც გადათვლის.

ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო უკვე ხშირად საუბრობენ ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირების თაობაზე. ამას აღარც ენერგეტიკოსები მალავენ და აღარც კომპანიის წარმომადგენლები. თუკი ეროვნული ვალუტა სასწრაფოდ არ გამყარდა და 2.75-იან ნიშნულზე არ დასტაბილურდა, მოსახლეობას გაზი გაუძვირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×